Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

ააფეთქეს თუ არა განზრახ სასროლეთში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე ? – ნახეთ უცნაურად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ამბავი

April 9, 2024
ააფეთქეს თუ არა განზრახ სასროლეთში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე ? – ნახეთ უცნაურად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ამბავი

ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” ტერიტორიაზე, სადაც 7 აპრილს აფეთქება მოხდა და რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

ახლა ჯერი ექსპერტებზეა, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რა აფეთქდა სასროლეთში, სადაც ყოველდღიურად არაერთი ადამიანი, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები დადიოდნენ. ეს ადგილი ბევრისთვის განტვირთვის, საცეცხლე მომზადებისა და წვრთნის სივრცე იყო.

7 აპრილს, „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 24 წლის რატი საგანელიძე. ის „გალფ ჯორჯიას“ თანამშრომელი, ლოგისტიკის მენეჯერი იყო და სასროლეთში ხშირად დაიოდა ცოლთან ერთად.
რატი საგანელიძესთან ერთად ემსხვერპლა აფეთქებას მისი თანამშრომელი, 39 წლის ლევან ჯეირანაშვილი, სამი შვილის მამა.

ლევან ჯეირანაშვილის ოჯახის ახლობელი, მეგობრები, რომლებიც ლევანთან და რატისთან ერთად უნდა მისულიყვნენ „ბეთლგრაუნდში“, საცობმა შეაყოვნა და ასე გადაურჩნენ აფეთქებას.

დაღუპულთა შორისაა იური ლომიძე. ის სასროლეთის თანამშრომელი, ინსტუქტორი და დარაჯი იყო.

რას ამბობს საგამოძიებო უწყება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ეს განცხადება უწყებამ აფეთქების დღეს, 7 აპრილს გაავრცელა. მას შემდეგ გამოძიებას აღარაფერი დაუმატებია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ.

უწყების პრესსამსახური ამბობს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ბევრი ექსპერტიზა


კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების „უცნაური“ სიკვდილი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოყოლებული, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე პირების სიის გადაცემას მოითხოვდა.

კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე პირების ე.წ. უცნაური სიკვდილების შესახებ, მათი ოჯახის წევრების ნაწილი ღიად ლაპარაკობს და მათ სიკვდილს სწორედ კოდორის სპეცოპერაციას და „გრუს“ მიერ მათზე გამოცხადებულ ნადირობას უკავშირებს.

უკანასკნელ 14 წელიწადში, კოდორის სპეცოპერაციის რვა მონაწილე არაორდინალურ ვითარებაში დაიღუპა. მათგან ბოლო, იური ლომიძე, 7 აპრილს, თბილისში, სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას.

დიმიტრი კორძაძე – დაიღუპა 2010 წელს, 5 მაისს, ბათუმში. ის საკუთარ ავტომობილში აფეთქდა.
ალექსანდრე დანელია – დაიღუპა 2013 წელს. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზია თვითმკვლელობა. სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 2013 წლის 24 ნოემბერს, ორი ტყვიით მკვდარი იპოვეს.
სერგო უბილავა – გარდაიცვალა 2014 წლის 17 მარტს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზია ღვიძლის ციროზი.
ივანე ივანიძე – გარდაიცვალა 2014 წლის გაზაფხულზე ავტოკატასტროფაში.
ზვიად ლაგვილავა – დაიღუპა 2014 წელს, 28 ოქტომბერს, ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, საკუთარ კაბინეტში მომხდარი აფეთქებისას. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა წყლის გამათბობლის გაუმართაობა.
არჩილ მამაგეიშვილი – ის 2016 წლის 18 ივლისს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

 

გენერალი გოგი თათუხაშვილი, შალვა თათუხაშვილის მამა, რომლის შვილიც კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე იყო და რომელიც 33 წლის ასაკში, 2014 წლის 23 მარტს, სახლში გარდაიცვალა,დარწმუნებულია, რომ როგორც მისი შვილი, ისე კოდორის სპეცოპერაციის სხვა მონაწილეები, მათ შორის, იური ლომიძეც, სწორედ რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს დავალებით არიან მოკლულები.

გენერალი გოგი თათუხაშვილი უკვე წლებია სტრასბურგში ცხოვრობს. ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ურჩიეს, ქვეყანა შვილთან ერთად დაეტოვებინა, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს დატოვება შალვამ არ ისურვა.

სასროლეთში აფეთქებამდე 10 დღით ადრე, 29 მარტს, გოგი თათუხაშვილმა და მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, გენერალურ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, შალვა თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილების გაუქმება, ანუ გამოძიების განახლება და გოგი თათუხაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა.
წყარო: რადიო თავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge