რამდენიმე დღეა საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი თბილისში, ნალექიანი ამინდებია.
“პრაიმტაიმთან” საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ ამინდები გაუმჯობესებას 9 აპრილიდან დაიწყებს:
„თბილისში, დღეს ისევ განახლდება წვიმა. ტემპერატურა დაახლოებით 12-14 გრადუსი იქნება.
9 აპრილიდან უკვე გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს 20 გრადუსამდე დათბება და უფრო მაღალიც იქნება. თუმცა ყოველი დღე მზიანი და უნალექო არ იქნება. ზოგჯერ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა“, – გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.