საშინელი ავარია მოხდა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო – “მთავარი არხი”