“ეს შეხსენება მათთვისაა, ვისაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ანერვიულებს, და მათთვისაც, ვინც გვანერვიულებს.
✅️1992 წელი, 12 ნოემბერი
ქართველი ამერიკელს ვერ დაემსგავსება, ვერც ევროპელს. მომავალში თავის სახეს იბრუნებს საქართველო, ზნე-წესს, ჩვეულებას, ანუ ადამიანურ სახეს.
✅️2008 წელი, 19 იანვარი
ჩვენ, ქართველები ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვენი ზნე და წესია, როგორც მამა-პაპანი ჩვენნი ცხოვრობდნენ.
‼️ქართული სული უკვდავია და ამას ვერავინ წაშლის.
✅️2008 წელი, 18 ივნისი
ქართველი განვითარების ყველა ეტაპს გაივლის, მაგრამ ქართული წესი, ზნე და ჩვეულება არ შეიცვლება მის სისხლში.
ქართველი ისევ მებრძოლად რჩება და, როგორც ადამ და ევას დროიდან მოდის, სამშობლოს სიყვარულში, ბრძოლაში მოკვდება.
ეს ის ღრმა ფესვებია, რომელთაც ვერც სოროსი და ვერც სხვანი ვერ მისწვდებიან, ვერ მოთხრიან! ისინი თვითონ მოითხრებიან საქართველოდან.
✅️2014 წელი, 29 აპრილი
‼️გაფრთხილებთ: ყველა ის კანონი, რომელიც მიუღებელია ქართული ტრადიციებისთვის, მაინც წაიშლება.
საქართველოზე, ქართველზე მეტად ტოლერანტული, შემწყნარებელი სახელმწიფო და ერი არ არსებობს დედამიწაზე. მაშ, რაღა უნდა ჩვენგან ზოგიერთ ევროპელ ჩინოვნიკს, რას ითხოვენ ისინი?
‼️რას და, ეს ჩინოვნიკები საქართველოში ცდილობენ განახორციელონ ის, რასაც ევროპის დიდ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში ვერ აღწევენ — თავს მოგვახვიონ ჩვენთვის უცხო, მიუღებელი ტრადიციები და კანონად გვიქციონ ისინი.
ესაა და ეს. მეტი მიზეზი არ არსებობს. მაგრამ მათ გეგმებს ასრულება არ აწერია. ქართველები რჩებიან შემწყნარებლებად, მაგრამ არ შეითვისებენ უცხო ზნესა და წესებს.
✅️2016 წელი, 21 მარტი
ყველა ის მცდელობა, რაც საქართველოს საზიანოდ იქნება მიმართული, ჩაიშლება. მცდელობა იმისა, რომ ჩვენში ქართველებისთვის მიუღებელი წეს–კანონები დანერგონ, მარცხით დასრულდება.
ორი ათეული წლის წინ აღვნიშნე, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ზნეს, წესებს, ტრადიციებს.
მერწმუნეთ, ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება იმ წესებს, რომელთაც თავს გვახვევენ. ვერ მოესწრებიან! იმიტომ, რომ ეს ქართულ გენში, გენეტიკაში არ დევს.
პატარა დათმობებმა ასეთ ხალხს ფრთები შეასხა, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობას წააწყდებიან, რომ მომავალში არავითარი სურვილი არ ექნებათ საქართველოში ამ წესების დაკანონებისა.” – წერს კაკულია სოციალურ ქსელში.