ჯაბა კანკავა, რომელიც წლების განმავლობაში ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი და კაპიტანი იყო ამ დრომე დაუჯოახებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელის მამამაც ისაუბრა :
– ჯაბას პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ. შეყვარებულია?
– არ არის შეყვარებული, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს.
– რომ იყოს, გეცოდინებოდათ? ვინმე რომ მოსწონს, გიმხელთ ხოლმე?
– შეყვარებული რომ იყოს, არ დამიმალავდა, ძალიან მინდა, ცოლი მოიყვანოს და დაოჯახდეს. ასაკი ემატება და არ მინდა, ცოლი გვიან შეირთოს. საქართველოში წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვით ჩამოდის. თითო ჯერზე მხოლოდ სამ-სამი დღით უწევს ნაკრებთან დაკავშირებით ჩამოსვლა და არაქართველის ცოლად მომყვანი არ გახლავთ. ტიპაჟია ასეთი.
– თუ უკრაინელი გოგონა მოეწონა და ცოლად მოიყვანა, თქვენი რეაქცია როგორი იქნება?
– რასაკვირველია, არ ვიქნები წინააღმდეგი. თვითონ ვისთანაც ბედნიერი იქნება, ის გოგონა ჩემთვისაც მისაღები იქნება.
– კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ ჯაბაზე?
– ჩვეულებრივი, მორწმუნე ადამიანია. გამორჩეულად მასზე ვერაფერს ვიტყვი. ჩემი შვილია და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კარგი ადამიანია. მეც, პირველ რიგში, მისი ადამიანობით ვამაყობ და შემდეგ ფეხბურთში მიღწეული წარმატებებით.
– იმ შემთხვევისთვის, თუ ფეხბურთიდან წამოსვლას გადაწყვეტს, რითი დაგავდება?
– მგონი, ჯერ თვითონაც არ ფიქრობს ამაზე.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“