ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუტებშიც მიმდინარეობს.
თავდამსხმელებს საცხოვრებელი სახლის კარი სავარაუდოდ ქალმა გაუღო, რა დროსაც ის არსებული ინფორმაციით, თოკით გაგუდეს. ამის შემდეგ კი ლოგინში მწოლიარე მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. მოკლული ქალი მეზობლებმა იპოვეს, თუმცა მათ იქამდე რაიმე ხმაური არ გაუგიათ.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 70 წლამდე ქალი მოკლეს, ხოლო ქმარი სასტიკაც სცემეს. თავდასხმის სავარაუდო მოტივი ძარცვაა. როგორც ირკვევა, საცხოვრებელ სახლში პირები გასაქურდად შეიჭრნენ, წინააღმდეგობის გაწევისთვის მოკლულის ქმარი, ტარიელ ჯიმშელია, სკამზე დააბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კინოლოგები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.