თბილისში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში “საქართველოს გიდების ასოციაცია” ავრცელებს. გარდაცვლილი თეა მელაძეა, გავრცელებული ინფორმაციით, ის გუშინ ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა.
“დაუჯერებელია ამ ფაქტის გააზრება რომ გვიწევს, რომ ამ ყველა გაგებით მშვენიერმა ადამიანმა მოულოდნელად დაგვტოვა…
ალბათ გახსოვთ მისი მომღიმარი, სინათლითა და კეთილგანწყობით დამშვენებული სახე, პირველი რომ გეგებებოდათ ჩვენს ოფისში მოსვლისას, მისი ძალისხმევა და შემართებაც გეხსომებათ ყოველ საქმეში რასაც ხელს მოკიდებდა, მართული ერთი მთავარი მიზნით, უკეთესობისკენ შეეცვალა სამყარო თავის გარშემო..
თეა მელაძე გარდაიცვალა დღეს დილას.. მოულოდნელი ინფარქტით.. წარმოუდგენელია, სიტყვები არ გვყოფნის.
Thea Meladze გვიყვარხარ, იშვიათია შენნაირი ნათელი ადამიანები, და შენც სულ იქნები ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში სინათლის სხივის სახით” – ნათქვამია განცხადებაში.