ილია ჭავჭავაძის სახელობის ზუგდიდის №7 საჯარო სკოლის (ყოფილი მე-15 სკოლა) არქივში დღემდე ინახება ნიკა კვეკვესკირისა და სკოლის საფეხბურთო გუნდის პრიზები. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
სწორედ ზუგდიდის მე-15 სკოლაში სწავლობდა გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კვეკვესქირი.
“სასკოლო გუნდის შემადგენლობა: ნიკა კვეკვესქირი, ლევან ხორგუანი, პაატა ბასარია, ვლადიმერ კოხია, გიორგი ქვარცხავა…სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ვამაყობთ შენი წარმატებით”, – წერს ფეისბუქზე ლორიტა მიქავა.
ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულმა გუნდებმა მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დაასრულეს.
შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.
ამ გამარჯვებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წელს გერმანიაში გაიმართება.