საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ჩვენმა ნაკრებმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა და გამარჯვება გადაჭედილ “დინამო არენაზე” იზეიმა.
ესპანური მედია გამოცემა “superdeporte.es” წერს, რომ საქართველოს ნაკრების საპლეიოფო მატჩებში, გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყო, მის თამაშში კი ნამდვილი ლიდერული თვისებები შეიმჩნეოდა და ძალიან რთულია, რომ ამ ყველაფერს არ დაეთანხმო.
“საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და თანაც სრულიად სამსახურებულად. ამ პატარა ბიჭებმა ძალიან დიდი ისტორია დაწერეს და მთელი ქვეყანა გაახარეს.
ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილთან ერთად, გიორგი ქოჩორაშვილი იყო, რომელიც “ლევანტეს” ღირსებას იცავს და მან 2 მატჩი ისეთ დონეზე ითამაშა, დიდია იმის ალბათობა, რომ ძლიერ კლუბში ვიხილოთ, რადგან მასზე მსურველების სია აშკარად გაიზრდება.
ის რომ ესპანელი იყოს, მთელი ესპანეთი იამაყებდა, რომ ახალი ინიესტა ჰყავთ ნაკრებში. გიორგი ნამდვილად ძალიან ლამაზი სტილის ფეხბურთელია და ლიდერული ფუნქციებით არის დაჯილდოებული. ევროპის ჩემპიონატზე იგი ერთ-ერთი ის ფეხბურთელი იქნება, რომელზეც დიდი გუნდები ინადირებენ…”
– ვკითხულობთ superdeporte.es-ის სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2023 წლის 12 სექტემბერს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. მას შემდეგ მან ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა და ყველა მატჩი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.