პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის სტეფანეს ბრალდებებს პასუხობს, სადაც მიტროპოლიტი მას ცრუს უწოდებს და ეპარქიაში ამბოხის მოწყობაში ადანაშაულებს.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე ვალდებულია სჯულის კანონის თანახმად აღნიშნულ ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
“მიტროპოლიტი სტეფანე ვალდებულია სჯულის კანონის თანახმად პასუხისმგებლობა აიღოს ამ ცილისწამებაზე. გაუმართლებელს ვერ გაამართლებს ვერავინ.
მე ვითხოვ აუცილებლად კანონიკური სამართლის მიხედვით, ცილისმწამებელს ორღობეში ჰქონდეს ადგილი და ჭორიკანას, უწმინდურს ასევე არ ჰქონდეს ადგილი ეკლესიაში,” – აცხადებს პეტრე ცაავა.