იტალიური სპორტული გამოცემა “fantacalcio.it”-ის ცნობით, “ნაპოლის” სამედიცინო შტაბი საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბს დაუკავშირდა და მათ შორის დიდხნიანი საუბარი შედგა.
მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა, რომელიც მან საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ისტორიულ მატჩში მიიღო. კერძოდ, კვარამ შეცვლა 108-ე წუთზე მოითხოვა და ფეხს საზარდულის არეში იტკიებდა.
როგორც იტალიურ მედიაში ვკითხულობთ, კვარას ტრავმამ უკვე დიდი აურზაური გამოიწვია ნეაპოლში და მათ სურთ, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველმა შემტევმა “ატალანტას” წინააღმდეგ ითამაშოს.
როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელიას დღეს შეამოწმებენ და დაზუსტდება მისი ტრავმის სიმძიმე, ნეაპოლში კი უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ ვინ შეცვლის ქართველ შემტევს “ატალანტას” წინააღმდეგ.
“ნაპოლისა” და “ატალანტას” მატჩი 30 მარტს, 15:30 საათზე დაიწყება.
წყარო: belive.ge