ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ საბერძნეთთან გამარჯვება შეაფასა:
“ბევრი ფიქრობდა, რომ უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, კარგ ქვეყანაში და კარგ პროფესიონალებში მოვხდი და აქ მუშაობა მიხარია!.. რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, როცა მიზანს აღწევ. მაგრამ ამისთვის გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოგდის და ხან – არა. მოთმინებაც ამიტომაა საჭირო… მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი მთელი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც შენს სამუშაოს მოაქვს… ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებში და როცა სერია იწყება, უნდა შეარჩიო, თუ ვინ დაარტყამს. პირველად ქოჩორაშვილმა ისურვა დარტყმა. ის დიდი ხანი არ არის რაც, ჩვენს ნაკრებშია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ათია წელია ამ გუნდშია. მან შეცვალა ნაკრები… ან თუნდაც დვალი, რომელმაც ასე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსუყრს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა.” – განაცხადა სანიოლმა.