2024 წლის განმავლობაში 2 დაბნელების დერეფანი გველის. ერთ-ერთი 25 მარტს იწყება და 8 აპრილამდე გაგრძელდება, მეორე კი შემოდგომაზე იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. მეტიც, მას ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის პერიოდსაც უწოდებენ.
1 აპრილი – დაბნელების დერეფნის შუა წერტილი: გეგმების უეცარი ცვლილებაა მოსალოდნელი.
8 აპრილი – დაბნელების დერეფანი სრულდება. მკვეთრი ცვლილებები, ახალი კომუნიკაცია და ნაცნობობა გველის.
21, 22 და 23 აპრილი – სერიოზული ფინანსური ცვლილებებია მოსალოდნელი.
8 მაისი – ახალი მთვარე კუროს ნიშანშია: შესაძლოა, ფინანსების მიღების ახალი წყარო აღმოვაჩინოთ.
25 მაისი – მარსი 8 აპრილის დაბნელების ხარისხში, გავლენას მოახდენს სამუშაოს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე.
28 მაისი – იუპიტერი შედის ტყუპების ნიშანში: ფართომასშტაბიანი ცვლილებებია კომუნიკაციის მიმართულებით. შესაძლოა, ბევრი ახალი ადამიანი გაიცნოთ. ასევე, გადაწყვიტოთ რაიმეს შესწავლა, თვითგანვითარება.
6 ივნისი – ახალი მთვარე ტყუპებში: პლანეტა ვენერას გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა. შესაძლოა, ბევრი ადამიანი ცხოვრების მთავარ სიყვარულს სწორედ ამ დღეს შეხვდეს.
21 და 29 ივნისი – შუა წერტილები დაბნელებებს შორის. მოსალოდნელია სწრაფი, რადიკალური, საბოლოო ღონისძიებები, გადაწყვეტილებები კარიერასთან, სტატუსთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.
6 ივლისი – შუა წერტილი კირჩხიბში დაბნელებასა და ახალ მთვარეს შორის: ახალი საცხოვრებელი ადგილი, ახალი ოჯახური რეალობა – ეს თემები განსაკუთრებით აქტუალური იქნება.
14 აგვისტო – მარსისა და პლანეტა იუპიტერის შეერთება: როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში კარმული ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც იმაზე დიდი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის წინაშე დაგაყენებთ, ვიდრე შეიძლება, ფიქრობდეთ.
18 სექტემბერი – დაბნელება თევზებში სატურნთან ერთად. ურთიერთობების, თქვენი გრძნობებისა და სურვილების საბოლოოდ გარკვევის და შესაბამისად, ამ მიმართულებით, სიახლეების ეტაპი იწყება.
25 სექტემბერი – შუა წერტილი, როდესაც ურთიერთობა წყვილში ან ვინმესთან ალიანსში შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს.
2 ოქტომბერი – დაბნელება სასწორში, რომელიც წყვილებს საეჭვო სიტუაციას მოუტანს. შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედის წინაშეც აღმოჩნდეთ.
17 ოქტომბერი – სავსე მთვარე ვერძში და პლანეტა მარსი კი კირჩხიბშია – ოჯახური ურთიერთობებისა და უძრავი ქონების საკითხების გადახედვა მოგიწევთ.
1 ნოემბერი – ახალი მთვარე მორიელშია, პლანეტა მარსი კი პლუტონთან საპირისპირო მიმართულებითაა – განსაკუთრებით აქტუალურია არჩევანის მნიშვნელობა ოჯახსა და კარიერას შორის, კონსერვატიულ წესებსა და პირად ემოციურ სამყაროს შორის.
15 ნოემბერი – სავსე მთვარე კუროში – მოსალოდნელია სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილება საცხოვრებელთან, კარიერასთან ან დიდ ოჯახურ კაპიტალთან დაკავშირებით.
15, 23 და 30 დეკემბერი – შუა წერტილები დაბნელებებს შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც ურთიერთობებში ყველაფრის გარკვევა მოგიწევთ. შესაძლოა, ქორწინება, ან განქორწინება, საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ან მარტო გადასვლა გადაწყვიტოთ.
წყარო – “ბომონდი”