Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ღმერთმა მაპატიოს, გარდაცვლილია – ადა მარშანია

March 24, 2021
ღმერთმა მაპატიოს, გარდაცვლილია – ადა მარშანია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ადა მარშანია ზვიად გამსახურდიას შესახებ საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, აფხაზ სეპარატისტ ვლადისლავ არძინბასთან ერთად, “ქაჯად” მოიხსენიებს.

მარშანიას თქმით, “ქართველებს არ გაუმართლათ, რომ მათ ჰყავდათ გამსახურდია“.

“მაპატიოს ღმერთმა, ორივე გარდაცვლილია, მაგრამ ეს ორი ქაჯი პრეზიდენტებად არ უნდა ყოფილიყვნენ. პოლიტიკაში თუ იქნებოდნენ – კი ბატონო, დისიდენტები – კი ბატონო, მყვირალა ოპოზიციაში – კი ბატონო, პატიოსან ოპოზიციაში კი ბატონო, მაგრამ ხელისუფლებაში?! პრეზიდენტებად?! ქვეყნის მართვაში?! უკაცრავად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. მათი თავი არ მუშაობდა ისე, როგორ უნდა ემუშავა პოლიტიკოსის თავს“, – ამბობს ადა მარშანია.

ადა მარშანიას ამ განცხადებას პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქზე” პასუხობს:

“პოლიტიკური აზრის გიგანტი ადა მარშანია ღაღადებს: “გამსახურდია და არძინბა ქაჯები იყვნენ”.

ნეტავ ვის ქაჯობაზე საუბრობს ეს ედიკას სეფექალი, მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის (შდრ. რუსთაველის უკვდავი პოემა…) გულისსწორი?

ვიღაცებს ვერ მოუნელებიათ, მაშინ რომ ომი აირიდა საქართველომ და აიძულა სეპარები, ეცნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეს გამსახურდია-ალექსიძის კანონის, 26-28-11-ის შედეგი იყო. მანამდე, დამოუკიდებლობაზე 31 მარტის რეფერენდუმიც ყველგან ჩატარდა – მათ შორის გუდაუთაშიც, ტყვარჩელშიც, გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც.

აი ეს არ ასვენებთ მათ. სწორედ იმ “ვიღაცების“ რუპორია ეს ჰორმონალურ-ისტერიული “პატრიოტი“. დააკვირდით, რას ითხოვს – ომი მაშინვე უნდა დაწყებულიყო, რომ რუსეთის გენშტაბს და სპეცსამსახურს აფხაზეთი მაშინვე წაერთმია ჩვენთვის და დახოცილიყვნენ ჩვენი საუკეთესო ბიჭები. საუბედუროდ მერე მაინც მოუწიათ, ღმერთმა ყველა გმირი გაანათლოს; ოღონდ მსუბუქი იარაღით ხელში, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით დარჩენილებს – მას მერე, რაც მისმა პოლიტიკურმა მშობელმა სოჭის ხელშეკრულებით მძიმე შეიარაღებისგან სრულიად დაცალა ქართული მხარე“, – ვკითხულობთ გამსახურდიას Facebook-პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და ადგილიდან მიიმალა“ – შსს განცხადებას ავრცელებს
  • „დაიღუპა 120, დაკარგულად ითვლება 160-ზე მეტი ადამიანი…“ – დონალდ და მელანია ტრამპები ტეხასში, სტიქიის ზონაში ჩავიდნენ
  • მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge