ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 35 წლამდე ქალის, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის სალომე ფაცაციას მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.
ჟურნალისტებს რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს, ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება და უტარდება დამატებითი კვლევები.
„უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები, პარალელურად მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა. მოტეხილობებზე ინფორმაციას ვერ გეტყვით, კვლევის ფაზაშია პაციენტი, მდგომარეობა არის მძიმე“, – ამბობს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.