რატომ ღირს საქართველოს მატჩის ბილეთი 1500 ლარი? – ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ამის პარალელურად კი სოციალურ ქსელში ბილეთების შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდნენ ე.წ. “გადამყიდველები”, რომლებიც ბილეთებს თვითღირებულებაზე ბევრად ძვირად ყიდიან, სწორედ ამიტომ 26 მარტის ისტორიულ მატჩზე დასწრებას ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს.
საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც თითო ადამიანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო, არ იმუშავა. გადამყიდველების დიდი რაოდენობა კვლავ მობილიზებულია. ფედერაციის ინტერვენციებს არაფერი შეუცვლია.