Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ გავაუმჯობესოთ ენერგია სახლში – 6 მარტივი გზა ნეგატივისგან თავის დასაღწევად

March 22, 2024
როგორ გავაუმჯობესოთ ენერგია სახლში – 6 მარტივი გზა ნეგატივისგან თავის დასაღწევად

სახლი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ადამიანის ცხოვრებაში. ადგილი, სადაც ვცდილობთ ყოველდღიური საქმიანობის შემდეგ დავოსვენოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, გონებრივადაც.
თითოეულ სახლს თავისი ენერგია აქვს. სიმყუდროვის, კომფორტის და ხელსაყრელი ატმოსფეროს განცდა მრავალი განსხვავებული კომპონენტისგან ყალიბდება, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იქ მცხოვრები ადამიანები, ისევე როგორც მათი ურთიერთობები, თუმცა არის სხვა ინდიკატორებიც, რომელიც ასევე პასუხისმგებელია სახლის ენერგიაზე – ზოგიერთი ფაქტორი ამცირებს მას, ზოგი კი პირიქით, ხელს უწყობს მის ზრდას.

სისუფთავე და წესრიგი

კომფორტი ვერ იარსებებს უსარგებლო ნივთებსა და ჭუჭყში. არეულობა უარყოფით ენერგიას ატარებს. წარმოიდგინეთ თქვენი სამუშაო ადგილი ფურცლებით, დოკუმენტებით, მიმოფანტული საოფისე ნივთებით და ფინჯანი ყავით – ჯერ ერთი, გაგიჭირდებათ ასეთ ქაოსში სამუშაოზე კონცენტრირება და ორგანიზება და მეორეც, ასეთ ქაოსში მუშაობის სურვილი ადამიანს ნაკლებად აქვს. სახლთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა, ამიტომ ეცადეთ ყოველთვის გქონდეთ სისუფთავე, რეგულარულად გადაყარეთ უსარგებლო ნივთები.

მეტი სიმწვანე

ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ჟანგბადს გამოყოფენ და ჰაერს ასუფთავებენ, არამედ სასარგებლო გავლენას ახდენენ სახლის ენერგიაზე (საუბარია მხოლოდ ცოცხალ მცენარეებსა და ყვავილებზე). ზოგიერთი მათგანი ელექტრო ტექნიკიდან იონიზაციას ამცირებს, ამიტომ უმჯობესია მოათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ელექტრონიკაა. გარდა ამისა, მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც თქვენს სახლში იზრდებიან და საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ ერთიანობა ბუნებასთან. დამეთანხმებით, ეს არის ის, რაც მეგაპოლისების მცხოვრებლებს ხანდახან აკლიათ. 

ინტერიერი

ახალი ნივთები თვალს ახარებს, სიამოვნებს, არა მარტო ვიზუალურ ცვლილებებს ახდენს ინტერიერში, არამედ უფრო კომფორტულს ხდის სახლს. ამისათვის არ არის აუცილებელი სერიოზული რემონტის გაკეთება, თქვენ შეგიძლიათ გადაახალისოთ ინტერიერი დეკორატიული ნივთების შეძენით: ნახატები, სანთლების ნაკრები, პატარა მაგიდა, დეკორატიული ფიგურები, ახალი სანათი . ეს სიახლის განცდას მოგიტანთ და საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ ჩვეულებრივი ყოფა.

არომატი

ტანსაცმლის გროვა და არასაჭირო ნივთები არა მხოლოდ ხელს უშლის კონცენტრაციას, არამედ ყოველთვის აქვს სპეციფიკური სუნი. ეცადეთ ბინა ხშირად განიავოთ, რადგან სუფთა ჰაერი სახლში ყოველთვის სასიამოვნოა. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატული ნათურები და ჩხირები თქვენი საყვარელი სურნელებით – სასიამოვნო არომატები ამაღლებს განწყობას და ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს ნებისმიერ სახლში.

მუსიკა

მუსიკა უდავოდ დადებითად მოქმედებს ადამიანზე, სახლში მუსიკაც ქმნის განწყობას – აირჩიეთ ის, რომელიც დაგეხმარებათ დასვენებასა და ბედნიერების განცდაში.

ურთიერთობები

ყველაზე დახვეწილი ინტერიერიც კი ვერ შეძლებს სახლის ენერგიის გაუმჯობესებას, თუ ოჯახში მუდმივად ჩხუბი და სკანდალებია. სახლი ის ადგილი, სადაც გსურთ დაბრუნდეთ და თავი დაცულად იგრძნოთ. ნუ შეიტანთ სახლში ნეგატიურ ემოციებს, დატოვეთ ისინი კარის მიღმა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • ანტონიო ბანდერასი ილია თოფურიას მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge