ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.
ბიძინა კულუმბეგოვი ვაქციონაციისთვის მზაობის 53%-იან მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს.
„ეს არ არის კარგი მაჩვენებელი და საგანგაშო მაჩვენებელია, ნამდვილად. ამ სიტუაციის რამდენიმე წინაპირობა არსებობს, თებერვლიდან მოყოლებული ვიცით და გაირკვა, რომ ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც საქართველო პირველ რიგში მიიღებდა, იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. “ასტრაზენაკას“ ვაქცინასთან მიმართებაში ჩვენ ვიცით, როგორი კითხვის ნიშნები გაუჩნდათ ევროპის წამყვან ქვეყნებს, უმრავლესობამ „ევროპის წამლის სააგენტოსა“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნის საფუძველზე უკან მოხმარებაში დააბრუნა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ ინფორმაციამ ძალიან დაგვაზარალა, იმიტომ, რომ საქართველოში სამედიცინო საზოგადოება, ძალიან ბევრი კერძო ადამიანის მიერ მოწოდებული ე.წ. ინფლუენსერობით გავლენის მქონე კოლეგებს უსმენს, რომელთაგან ზოგი საქართველოდან, ზოგი უცხოეთიდან ერთვება. ამიტომ, არაერთგვაროვანი ინფორმაციის შემოტევის მსხვერპლები გავხდით.“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
ცნობისთვის, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 23 მარტს გამოქვეყნდა.
კვლევა საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესსაც შეეხო. კითხვაზე გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ არ გაიკეთებს.
NDI-ის ინფორმაციის, საველე სამუშაოების პერიოდია 17-24 თებერვალი, 2021 წელი. გამოიკითხა 2024 ადამიანი. ცდომილება +/- 1.4%.