80 წლის ქუთაისელი ქალი იტალიიდან სამშობლოში ვერ ბრუნდება – „ქართულმა ოცნებამ“ ჩემ ოჯახს პერსპექტივა წაართვა.
ქუთაისელი ლენა გაბუნია, იტალიის ქალაქ ბარში წლების წინ წავიდა სამუშაოდ. 80 წლის ქალს სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, იტალიიდან ვერ ბრუნდება. სამწუხაროდ, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, 80 წლის მოხუცის იტალიიდან გამოგზავნილი თანხაა. ის, ივანიშვილის არასწორი პოლიტიკისა და “ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, იძულებულია კვლავ სამშობლოდან შორს იყოს და როგორმე ოჯახი შეინახოს.
80 წლის ემიგრანტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკოსები სამშობლოში დაბრუნებას ურჩევენ, თუმცა მძიმე სოციალური ფონის გამო, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მის ოჯახს პერსპექტივა წაართვა.
“სამი ბიჭი, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. არცერთი არ მუშაობს, რადგან სამსახური ვერსად იპოვეს.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი ხელფასია, რომელსაც საქართველოში ყოველთვიურად ვაგზავნი. ჯანმრთელობის კუთხით მეც პრობლემები მაქვს, გული მაწუხებს და ექიმები მეუბნებიან, არ შეიძლება შენი მუშაობაო, მაგრამ სხვა რა გზაა“, – აცხადებს ემიგრანტი ლენა გაბუნია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო 800 ათასამდე ადამიანმა დატოვა იმ იმედით, რომ სხვა ქვეყანაში დაიწყებდა სამსახურს. დღემდე მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. გამოსავალი კი ალბათ, ის არის, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა აღმოფხვრას, რომ მოსახლეობამ ქვეყნიდან წასვლაზე აღარ იფიქროს.
წყარო: 2020news.ge