რამდენიმე დღის წინ უკრაინა შეძრა ლტოლვილი გოგონას მარგარიტა რაზაზის მკვლელობის საქმემ, რომელმაც ომის დროს დედასთან და ჩვილთან ერთად გერმანიას შეაფარა თავი. ადგილობრივმა პოლიციამ სავარაუდო მკვლელები უკვე დააკავა, მაგრამ მოკლულის დედა, მარინა სტეცენკო დღემდე დაკარგულად ითვლება.
რა არის ცნობილი მარგარიტა რაზაზის შესახებ?
მარგარიტა რაზაზი და მისი ოჯახი წარმოშობით კარლოვკადან, პოლტავას რეგიონიდან იყვნენ. მოგვიანებით ხარკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტკბილეულის თაიგულების ბიზნესი ჰქონდა. გერმანიაში დედასთან ერთად გადავიდა, იმ დროს ოთხი თვის ორსული იყო და თავშესაფარი რაინ-ნეკარის რეგიონში, ლტოლვილთა ცენტრში მიიღო.
გამოძიების დეტალები
27 წლის მარგარეტი 7 მარტს ჰოკენჰაიმში, რაინის კაშხალზე გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალი ძალადობით მოკლეს.
პოლიციამ სწრაფად მიაგნო ეჭვმიტანილებს, მათ შორის 43 წლის რუსეთის მოქალაქე ინა და 44 წლის გერმანიის მოქალაქე მარკო. დანაშაულის მოტივის ძირითად ვერსიად ბავშვის გატაცების მცდელობა ითვლება.
პოლიციის ცნობით, დანაშაული სავარაუდოდ წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან მარკომ კოლეგებს განუცხადა, რომ ბავშვი შეეძინა. ცნობილია, რომ წყვილი მეზობლებს და თანამშრომლებს თვეების მანძილზე უყვებოდა, როგორ ელოდებოდნენ ქალიშვილის დაბადებას.
ეჭვმიტანილები სანდჰაუზენის გარეუბანში, წყნარ უბანში ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, წყვილს სამი ვაჟი ჰყავდა, 8-დან 18 წლამდე. ერთ-ერთმა მეზობელმა გაიხსენა, რომ კაცმა მას ბავშვის ქუდი აჩვენა და უთხრა, რომ მალე ქალიშვილი შეეძინებოდათ, თუმცა ცოლი ორსულად არ ჩანდა.
უკრაინული მედიის ცნობით, მარგარიტა, მისი ქალიშვილი და მარინა სტეცენკო ბოლოს რესტორანში ნახეს, შესაძლოა, ვალდორფელი ქალის გარემოცვაში. ოჯახის ნაცნობმა თქვა, რომ ქალმა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შესთავაზა სოციალური ქსელის საშუალებით.
რამპეს 60 პოლიციელისგან შემდგარმა სპეციალურმა გუნდმა მარგარიტას გარდაცვალების საქმეზე, 50-ზე მეტი ჩვენება შეაგროვა.
სად არიან მარგარიტას ბავშვი და დედა?
პოლიცია მარგარიტას დედის ძებნას აგრძელებს, რომელიც ასევე გამქრალია. ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, ისიც მოკლულია. მყვინთავები ქალის ცხედარს კაშხალთან მდებარე მდინარეში ეძებენ.
პატარა მია ახლა უსაფრთხოდ არის და სპეციალურ ცენტრშია გადაყვანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ის არ დაშავებულა.
წყარო: Ambebi.ge