გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის გოგა კასრაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კასრაძე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო, სოფელ ახრისში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.