Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სილქნეტიდან ათასობით ადამიანის მონაცემმა გაჟონა – რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პერსონალური მონაცემები არალეგალური გზით გავრცელდა

March 19, 2024
სილქნეტიდან ათასობით ადამიანის მონაცემმა გაჟონა – რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პერსონალური მონაცემები არალეგალური გზით გავრცელდა

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტიდან დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა – რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც არალეგალური გზით გავრცელდა ინტერნეტში.

სილქნეტში ადასტურებენ, რომ მომხმარებლების ინფორმაცია გაიჟონა, თუმცა არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვებს გაჟონვის მოცულობასა და სხვა დეტალებზე და ამბობენ, რომ მომხდარზე განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

19 მარტს, სილქნეტიდან გაჟონილი მონაცემები უკვე წაშლილია იმ პლატფორმაზე, სადაც თავდაპირველად აიტვირთა. უცნობია, არსებობს თუ არა მონაცემთა ასლები, რომლებიც შეიძლება მომავალში გახდეს არალეგალურად ხელმისაწვდომი.

18 მარტს მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა – ამ უწყებას ფიზიკურმა პირმა მიმართა გამოძიების მოთხოვნით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საკითხს სწავლობს ორი მიმართულებით: რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის უსაფრთხოების ზომები სილქნეტში და შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტი მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, რომელიც კომპანიას საკუთარ ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული, სილქნეტს ჰყავს:

1 859 784 მობილური ქსელის აბონენტი;

154 555 ფიქსირებული ქსელის აბონენტი;

339 452 ფიქსირებული ბროუდბენდის აბონენტი;

259 673 ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელი.

სილქნეტიდან მონაცემების გაჟონვის შესახებ რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ჰკითხა, ხომ არ მიუმართავთ მათთვის გამოძიების მოთხოვნით. ორივე უწყებამ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

გააგრძელეთ კითხვა 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა – რა ხდება ადგილზე?
  • რომელ რეგიონში გვხვდება გიურზა და როგორ მოვიქცეთ მისი დაგესვლის შემთხვევაში? – რას ამბობს სპეციალისტი
  • გაფრთხილება მძღოლებს – 20 ივლისამდე ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge