მეგანი და ჰარი ლოს ანჯელესის ქუჩებში ძვირადღირებული რეინჯ როვერით სეირნობდნენ, რომლის ღირებულებაც 170,000 ფუნტია.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ოჯახის ყოფილმა წევრმა The Late Late Show-ში ცხოვრების მნიშნელოვან ეტაოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მოუწია იმის გაკეთება, რასაც ნებისმიერი მამა და მეუღლე გააკეთებდა: “ჩვენს გარშემო ძალიან რთული გარემო იყო, ვფიქრობ, ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო ამის დანახვა. უკან არასდროს დამიხევია და სამეფო ოჯახი რეალურად “არასდროს დამიტოვებია”, უბრალოდ გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი მამა და მეუღლე გააკეთებდა.”
პრინცმა ჰარიმ ჯეიმსთან საუბრისას მეგანთან ურთიერთობაზეც გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალიფორნიაში გადასვლა და ლონდონის დატოვება მისთვის მარტივი არ იყო, თუმცა “ტოქსიკური” გარემოს გამო ზემოთხსენებული ნაბიჯის გადადგმა მათთვის აუცილებელი იყო. შეგახსენებთ, რომ წყვილს ბრიტანულ ტაბლოიდებთან დავა ჰქონდა, რომელიც წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოიგო.
ლონდონიდან წასვლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი კი მეგანის ჟურნალისტებთან ურთიერთობა იყო. როგორც გახსოვთ, პრინცი ჰარი მისი მეუღლისა და პრესის ურთიერთობაზე მხოლოდ 2019 წელს ალაპარაკდა. მან განაცხადა, რომ მწარე რეალობაში არსებული სიტუაცია მისი მეუღლისათვის საშიში იყო, რადგან ხშირად ვრცელდებოდა ისეთი ინფორმაცია, რაც სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არ იყო.
”ჩემი ცხოვრება არის საჯარო სამსახური, ასე რომ, სადაც არ უნდა ვიყო სამყაროში, ყველაფერი ისევ იგივე იქნება. რაც შემეხება მე, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მივიღე, ბრიტანეთს არასდროს დავივიწყებ.”
ინტერვიუს პროცესში ჰარიმ ასევე ახსენა, რომ მეგანი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, ამას კი მალევე, მასტან გატარებულ მეორე პაემანზევე მიხვდა. მათ ცხოვრებაში არჩის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა, როგორც სამეფო ოჯახის ყოფილი წევრი აღნიშნავს, ვაჟის პირველი სიტყვა, გაგიკვირდებათ და არა დედა და მამა, არამედ ‘crocodile’, იგივე ‘ნიანგი’ იყო.