UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ მატჩის დაწყებამდე შესაძლოა, ჩემპიონის ქამარი წარადგინოს.