Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

FACEBOOK-გვერდი BIDZINA IVANISHVILI & MEDIA გადაკეთდა და GAKHARIA & MEDIA ჰქვია

March 23, 2021
FACEBOOK-გვერდი BIDZINA IVANISHVILI & MEDIA გადაკეთდა და GAKHARIA & MEDIA ჰქვია

ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი Facebook-გვერდი Bidzina Ivanishvili & Media გადაკეთდა და Gakharia & Media-ს სახელით იძებნება.

Bidzina Ivanishvili & Media ფეისბუქზე 2011 წელს დარეგისტრირდა და ქართულ ოცნებასთან ასოცირდებოდა. ანგარიში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური იყო და უმეტესად, პირდაპირ ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსაზრებებსა თუ პარტიის სარეკლამო შინაარსის პოსტერებს აქვეყნებდნენ, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვებს, წერილებს, სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს.

იმედის ცნობით, გვერდს გახარიას პრემიერმინისტრობის დროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, გაბრიელ წულაია მართავს. სახელის შეცვლამდე გვერდმა განცხადება გაავრცელა:

“როცა საერთო ღირებულებებზე მიგვითითებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თურმე ერთი კაცის ზიზღი გვაერთიანებდა მხოლოდ არის სიცრუე. არა ბატონებო. ბიძინა ივანიშვილის ოცნება და ყველა მისი მხარდამჭერის ის იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტიკურ ძალებს თუ მედიებს, ექნებოდათ შესაძლებლობა თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ ამ ქვეყნის წინაშე. სწორედ ჩვენ, თავისუფალმა მედიამ უნდა შევქმნათ ისეთი მედია სტანადრტი, რომ ქვეყნის დამზიანებლ პოლტიკურ ძალებს და მათ მედია საშუალებეს უბრალოდ აღარ ყავდეთ აუდიტორია . შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება იცვლება ჩვენი გვერდის სახელწოდება სადაც აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ფასდაუდუებელია მისი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნაში. მალე სიახლეებით დაგიბრუდნებით, სიმართლის დროა !!!”

22 მარტს, მანამ, სანამ გვერდის სახელი შეიცვლებოდა, მასზე გიორგი გახარიას განცხადება გავრცელდა. 20 თებერვალს კი Bidzina Ivanishvili & Media-ზე გამოქვეყნდა ვიდეო აღწერით – “ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევები”.

“არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ”. – თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 22 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც გახარია Twitter-ზე წერს, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს და “საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შემუშავება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge