მარიამ ტატანაშვილი, გოგო, რომელიც ავარიაში შეყვარებულთან ერთად მოყვა და მას შემდეგ ძალიან რთულ გზას გადის, გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა.
პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდი – სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთებენ მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას.
„ჩვენ მივედით იმ თემაზე, რის გამოც ამ გადაცემის გაკეთება მომინდა და ამ მომენტში მე შენთვის მაქვს პატარა სიურპრიზი ჩვენთან შემოვა სტუდიაში. ციცინო შურღაია ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი“. – აღნიშნა ნოემ.
სტუდიაში შესულმა ციცინო შურღაიამ კი განმარტა, როდის შეეძლებათ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი.
„რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერში დაგეხმარებით უფასოდ. როდესაც თქვენს პრობლემებს გამოვიკვლევთ, შეგვეძლება გითრათ, რას შეიძლება ველოდოთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გექნებათ და შეიძლება ისეთი გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“. – აღნიშნა ციცინო შურღაიამ.
მარიამმა ავარიის შემდეგ მის ცხოვრებაში განვითარებულ ამბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრმა მიატოვა, მათ შორის შეყვარებულმა.
„ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა… ყველამ მიმატოვა… საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა…
რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა…
საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ“. – აღნიშნა მარიამმა.
გადაცემის ბოლოს კი მარიამს სიურპრიზი ელოდა. სტუდიაში შემოვიდა წინა გადაცემის სტუმარი, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია.