2024 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს.
20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია და უძველესი დროიდან, ბუნიობას ადამიანები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა.
რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ?
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და გატეხილ, მოძველებულ, გამოუყენებელ ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სახლიდან გაიტანოთ. ითვლება, რომ ამ გზით, დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ამბებსაც ნაგავს გაატანთ.
გააღეთ ფანჯრები და სახლში სუფთა ჰაერი, განახლებული ენერგია შეუშვით. დილით შხაპი მიიღეთ – ითვლება, რომ ამ გზით წყალს ნეგატიურ ემოციებს გაატანთ და უიღბლობისაგან გათავისუფლდებით.
დარგეთ მცენარეები, იყიდეთ ყვავილები და სახლში ლარნაკში მოათავსეთ – ამ გზით ახალ ენერგიას კარს გაუღებთ და სამომავლოდ უფრო დიდ მოტივაციას იგრძნობთ.
გაზაფხულის ბუნიობა შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანებს წყენა აპატიოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა. დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს მწვანე, ლურჯი, ან ვარდისფერი სამოსი ჩაიცვათ – ისინი პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ.
რა არ უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს?
შეეცადეთ, ამ დღეს არავის ეჩხუბოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოხატოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეგატიური ემოციები წარმატებას შეაფერხებს და თქვენს ჯანმრთელობასაც ზიანს მიაყენებს. სახლში გადაუყრელი ნაგავი არ დატოვოთ. ის სიღარიბესა და პრობლემებს მოიზიდავს.
ამ დღეს გვიანობამდე ძილს ნუ გადაწყვეტთ. შეეცადეთ, ადრე ადგეთ. არ ისესხოთ ფული – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.