ხონში, ყოფილმა სიძემ სიდედრი სანადირო თოფით დაჭრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა მამაკაცის მხრიდან პირველი არ არის. ისინი განმარტავენ, რომ ბრალდებულმა 6 თვის წინ მეუღლეზეც იძალადა, რის შედეგადაც დააკვეს, თუმცა მოგვიანებით მეუღლემ საჩივარი გამოიტანა. დაზარალებულს ჭრილობები მხრის არეში აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.