თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.
არსებული ცნობებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის, 7 ბავშვი.
სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ხოლო ორმა ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია თვითმფრინავი, ვერტმფრენები და 18 ხომალდი.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავში.