“აუ, ნუცა ჯანელიძეს ბინა აჩუქეს; რა მაგარია, ქირით აღარ იცხოვრებს” – ადამიანები, ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში, ამ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებენ.
საიუბილეო საღამო “თბილისი ხომ სიმღერაა”, 12 მარტს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავის გახსნითა და ამ დიდი სიურპრიზით დაგვირგვინდა.
მუსიკოსმა რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ქართულ საესტრადო სცენაზე, მათ შემსრულებლებად ჩამოყალიბებას, შეუწყო ხელი.
მის უამრავ წარმატებულ პროექტს შორის, რაც პირველი გახსენდება – “ნუცას სკოლა” და ანსამბლ “ფორტესთან” თანამშრომლობაა. პედაგოგიურ საქმიანობას დღესაც ეწევა. უკვე აქვს საკუთარი სტუდია სახელად – “ნუცას სკოლა”.
მუსიკოსი ბედნიერია ამ სიახლით, საკუთარი ბინით, რომელიც მეგობარმა, ბიზნესმენმა სოსო ტყემალაძემ აჩუქა.
“ღმერთმა არავის გამოაცდევინოს რა არის, ოცი წელი რომ დაუსრულებელ გადაბარგებაში ხარ. 12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა” – ამბობს ნუცა ჯანელიძე.
წყარო: პრაიმტაიმი