Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ქართველი მილიარდერი გამოჩნდა. ის 45 წლის მიხეილ ლომთაძეა, ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ს წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს 5.82 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 5.05 მლრდ დოლარს შეადგენდა.
დღეს ის ისევ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს და Bloomberg-ის რეიტინგში 492 ადგილზეა.