ექთან მეგი ბაქრაძეს, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, ემიგრანტი დედა იტალიიდან წერილს უწერდა.
„ჩემო სულო და გულო ვიცი შენ ამას გაუძლებ, ჩემო მონატრებულო, უზომოდ მიყვარხარ. აბა შენ იცი როგორ შეხვდები შენს დაბადების დღეს“, – წერდა დედა.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
ცნობისთვის, მეგი ბაქრაძე 24 მარტს 28 წლის გახდებოდა.