ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა.
ჩაკვეტაძეს 43-ე წუთზე უკნიდან ფეხი სტუმართა გუნდის მცველმა ჯეკ ბიდველმა ჩაარტყა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიმძიმე და დაეხმარება თუ არა ის ნაკრებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ მატჩში.