თბილისის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხრამში გადაიჩეხა. დაღუპული სატვირთოს მძღოლია. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6 ნაწილით მიმდინარეობს.