14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება – დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს – ამის შესახებ გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძემ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა,
” 9 მარტს ცოტას გამოიდარებს, თუმცა, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი. 10 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. 11 მარტს დღისით გამოიდარებს და 14 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 8 -13 გრადუსამდე იქნება, შემდეგ დღეებში 15 გრადუსამდე მომატებს, 11 მარტს დღისით გამოიდარებს. 14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება – დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 და 18 გრადუსს მიაღწევს. 15 მარტს ისევ ნალექს ველოდებით.