რუსთავში, ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა – 30 წლამდე კაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა 20 წლამდე ქალს მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.