Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ ითხოვენ ევროვიზიის ფანები თორნიკე ყიფიანის კონკურსიდან მოხსნას პეტიციით

March 18, 2021
რატომ ითხოვენ ევროვიზიის ფანები თორნიკე ყიფიანის კონკურსიდან მოხსნას პეტიციით

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ყიფიანმა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კონკურსს “კურკლშოუს” უწოდებს, საკონკურსო სიმღერის კრიტიკოსებს კი აგინებს, ევროვიზიის ქართველმა და უცხოელმა ფანებმა მისი კონკურსიდან მოხსნა მოითხოვეს.

მოგვიანებით, პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს წარმომადგენელმა ამჯერად ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც “შუა თითის” ჟესტი ჩანს. ფოტოს აღწერაში ყიფიანს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ჰყავს მონიშნული: “you know I love you. that post was for haters. Hay haters fuck you in the ear” — “ხომ იცით, რომ მიყვარხართ. ის პოსტი ‘ჰეითერებისთვის’ იყო. სალამი, ‘ჰეითერებო’, შეგე*ით ყურში”.

რატომ ითხოვენ ევროვიზიის ფანები თორნიკე ყიფიანის კონკურსიდან მოხსნას პეტიციით

პოსტს, წინამორბედის მსგავსად, კვლავაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ორივე პოსტის შინაარსი ინგლისურ ენაზე თარგმნა და გაავრცელა ევროვიზიის მიმომხილველმა ფანგამოცემამ, Oikotimes-მაც, რომელმაც ქართველი მონაწილის განცხადებას “მიუღებელი” უწოდა.

გამოხმაურების ნაწილია ასევე ონლაინპეტიცია, რომელიც ევროვიზიის ქართველმა ფანებმა შექმნეს. პეტიციის ტექსტში, რომელიც კონკურსიდან ქართველი მონაწილის დისკვალიფიკაციას ითხოვს, აღნიშნულია, რომ ყიფიანმა საკუთარი ფეისბუქსტატუსით კონკურსი “უარყოფით და შეურაცხმყოფელ” კონტექსტში მოიხსენია, “რითაც ზიანი მიაყენა ამავე კონკურსზე მონაწილე ქვეყანას — საქართველოს — და არა მარტო”.

მოთხოვნაში, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიემართება, ასევე მოხსენიებულია, რომ ქართველმა მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებსაც, ვინც “უკმაყოფილება გამოთქვა საკონკურსო სიმღერის მიმართ”.

On.ge ისევ უშედეგოდ ცდილობს, დაუკავშირდეს ქართველ მონაწილეს ან ევროვიზიის პროექტის პროდიუსერებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ამდენად, უცნობია, რა პოზიცია აქვთ მათ აღნიშნულ საკითხებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება“ – რას აცხადებს სატრანსპორტო კომპანია?
  • „ძალიან ვწუხვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ წუხილის გადმოსაცემად…“ – ვინ ტოვებს „ლელოს“?
  • „დაიღუპა 112, დაზიანდა 1 760 ადამიანი“ – შსს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge