საკერავი მანქანა — ქსოვილის ნაწარმის ნაჭრების ერთმანეთთან მიერთების, მიმაგრებისა და დამუშავების პროცესების შესრულების ტექნიკური მოწყობილობაა. საკერავი მანქანები გამოიგონეს პირველი ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკებში ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესამცირებლად. პირველი საკერავი მანქანის მოგონებას მიაწერენ ინგლისელ თომას სეინტს 1790 წელს.
მას შემდეგ საკერავი მანქანები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რამაც შესაძლებელი გახადა ქსოვილისა და ტანსაცმლის მრეწველობის პროდუქტიულობისა და წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
ვისაც ჰქონდა ან ახლაც აქვს, კი ეცოდინება, ხელის საკერავი მანქანები, სწორედ ასეთ ხის სარჩულში ინახებოდა, რომელსაც პოდოლსკის მექანიკური ქარხანა აწარმოებდა და სადღაც 30 წლის წინ, ის თითქმის ყველას ოჯახში იყო.