ნამდვილად არ გჯერათ მეორე ნახევრის არსებობის. მაგრამ უჩვეულოა, რომ სწორედ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანთან ყოფნის გამო შეძლებთ ნებისმიერი ბარიერის გადალახვას, აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს უკვე შეხვდით.
თხის რქა
თქვენი მეორე ნახევარი ის ადამიანია, ვისაც თქვენი ესმის – მართალია თქვენ გონებამახვილი, პრაქტიკული და ამბიციური ადამიანი ხართ, ხშირად არასწორად გამოხატავთ თქვენს ემოციებს. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც დაინახავს იმას, რასაც გულისხმობთ. ის, ვინც სწორედ ამას ხედავს თქვენს პიროვნებას, პატივს გცემთ და თქვენთან ყოფნა სურს.
მერწყული
თქვენი მეორე ნახევარი ის ადამიანია, ვისაც თქვენი სჯერა – თქვენი იდეალური პარტნიორია ის, ვისაც არ ეშინია თქვენი სამუშაოების გრაფიკის, სადილის შემდეგ კი, თქვენთან ერთად განიხილავს თქვენს თეორიებსა თუ ბიზნეს გეგმებს. თქვენი მეორე ნახევარი ნამდვილად თქვენი ცხოვრების პარტნიორია.
თევზები
თქვენი მეორე ნახევარი თქვენი მუზაა – ეს არის ადამიანი, რომლითაც გატაცებული ხართ და რომელიც გეხმარებათ განსაზღვროთ, რას ნიშნავს სიყვარული. ეს არის ის ადამიანი, ვისთანაც აშკარად ღვთიურ კავშირს გრძნობთ; ადამიანი, ვის გვერდითაც, თქვენ ცოცხალი ხართ.