Facebook-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„და ჩვენ დავბრუნდით, ბოდიშს გიხდით მათ, ვინც ვერ ახერხებდით Facebook-ის გამოყენებას“, – წერს Facebook ოფიციალურ გვერდზე
შეგახსენებთ, რომ კომპანია Meta-ში გაერთიანებული სოციალური ქსელები, Facebook, Instagram და Thread-ს საათზე მეტის განმავლობაში იყო გათიშული.
ერთი საათის განმავლობაში Facebook-ის, Instagram-ისა და Messenger-ის მომხმარებლებს პლატფორმებზე წვდომა საერთოდ შეუწყდათ. პრობლემა მთელი მსოფლიოს გარშემო ფიქსირდებოდა.
Facebook-ის გათიშვის შესახებ 300 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა. აპლიკაციებში პრობლემები, ჩვენი დროით, დაახლოებით 19: 20 საათიდან დაფიქსირდა. ანგარიშზე წვდომა არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ მობილურის აპლიკაციებშიც იყო შეწყვეტილი.