შემზარავი ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.
როგორც ცნობილია, დაშავდა სამი ადამიანი და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ფბ მომხმარებლები კომენტარებში წერენ, ავტოსაგზაო შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქორწილის კოლონის მონაწილეები მოხვდნენ.
“ქორწილის კოლონებმა ჩაიარა, ხმა იყო საშინელი და მალევე სასწრაფო სასწრაფოსკენ მიქრის ახლა” – ნათქვამია კომენტარებში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.