თერჯოლაში ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მდინარე ძუსადან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
თერჯოლის მერის ცნობით, ბავშვები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი.
ორი დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონაა.
მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან.