სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შიდა ქართლში, 30 წლის კაცი დააკავეს.
მამაკაცს ბრალად 5 და 7 წლის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ედება.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მას, აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სავარაუდო ბრალდებულის დედა მძიმე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.