15:50 / 02-03-2024
“მოიპარეს ჩემი გოგონა… ამ დღეებში მისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა” – რას ჰყვება მამა 13 წლის მოზარდზე, რომელიც 16 წლის ბიჭთან ერთად დაიკარგა
ამ დრომდე ეძებენ იორმუღანლოდან დაკარგულ ორ მოზარდს. 13 წლის გოგონა და 16 წლის ბიჭი 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს. სოფელში ამბობენ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ და ისინი ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარნენ. გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მათ შვილს გათხოვება არ უნდოდა და შესაძლოა, ის მოიტაცეს.
ცნობილია, რომ გუშინ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ბიჭის მამა და ბიძა დააკავა.
მოზარდების დაკარგვის ფაქტზე გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
AMBEBI.GE დაკარგული გოგონას მამას რაულ რასულოვს ესაუბრა:
– ჩემი გოგონა ოთხი დღეა მოპარულია, პოლიცია ეძებს. ბიჭის ოჯახი ჩემი მეზობლები არიან, დღეს გავიგე, რომ მამა და ბიძაც დაჭერილები არიან. მე 13 წელია ყაზახეთში ვარ, ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე. თბილისში ბინა გვაქვს და ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს.