წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ცეცხლის კერებმა სხვა ადგილებში იჩინა თავი. ბელქანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
“ბოლო დღეებში წალენჯიხაში გახშირდა ხანძრის შემთხვევები. რეალურად სახანძრო ბრიგადებს ბოლო ორი კვირაა ყოველ დღე უწევთ ცეცხლთან ჭიდილი.
ხირითადად ხანძრის მიზეზს მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობა წარმოადგენს; როდესაც საგაზაფხულოდ მიწას ძველი ეკალ-ბარდების დაწვით “ამზადებენ”. ოდნავი სიოც კი ცეცხლის პატარა ლოკაციები ტყის სიღრმისკენ მიაქვს და მისი გავრცელება უმართავი ხდება. სამი დღის წინ ცეცხლის დიდი კერები ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში იყო, და თან ახლოს დასახლებულ პუნქტთან.
არის ადგილები, სადაც სახანძრო მანქანა ვერც კი მიდის.
პ.ს მცდარია აზრი, რომ თითქოს ძველი ხე-ტყის ნამწვი მიწას კვებავს (((
ამ წუთებში ხანძარია მიქავაში და მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს!
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში და ნუ წაუკიდებენ ცეცხლს ხეს, ეს არის დანაშაული და ისჯება კანონით! – წერს თამარ ბელქანია.