ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ქართველის კარიერაში ეს უკვე მე-4 ტიტულია, აქამდე მას ჰამბურგი (2) და პეკინის 500-ანი სერიის გათამაშებები ჰქონდა მოგებული.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 103.070 ათასი დოლარი, ან 85.027 ათასი ევრო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
საინტერესოა, რომ შარშან საპრიზო თანხა გამარჯვებულისთვის თითქმის 55%-ით მეტი იყო, უბრალოდ კორონავირუსული შეზღუდვების გამო, ტურნირის შემოსავალი შემცირდა და ლოგიკურად, ეს საპრიზო ფონდზეც აისახა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ¼-ფინალში ბასილაშვილმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა.