საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 22 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.
ბრალდების მხარე მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცინდელიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, რა დროსაც ის მიკროავტობუსით მესტიისკენ მიემგზავრებოდა.
ლილოს დასახლებაში მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა. მოკლული 22 წლის ქეთი ჯავახიშვილია. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული, მამამ იპოვა.