21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ოთარ ცინდელიანის ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ, შესაძლოა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობა დააყენოს.
„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით. მის პოზიციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ ვსაუბრობ, მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. თავის პოზიციას ბრალდებული სასამართლოში დააფიქსირებს. შესაძლოა, დაცვის მხარემ დააყენოს შუამდგომლობა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე…“, – ამბობს ოთარ ცინდელიანის ადვოკატი.
შეგახსენებთ, მკვლელობა ლილოს დასახლებაში 27 თებერვალს მოხდა. მოკლული 22 წლის გოგო, ქეთი ჯავახიშვილია ბრალდებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც პოლიციამ ზუგდიდში დააკავა. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული იპოვეს.