ივანიშვილების ინგლისურის მასწავლებლის სკანდალური აღიარება – მასწავლებელი ყვება, რომ ზაფხულის დასვენებაზე უტამ და ბერამ ურეკში დაპატიჟეს , სადაც მოწამლეს – მას “გუტალაქსის” 20-ჯერ მეტი, გადამეტებული დოზა დაალევინეს. მისივე თქმით, ამის შესახებ მაშინ შეიტყო , როცა თავად ბერამ შს მინისტრთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად უთხრა.მასწავლებელი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა – ივანიშვილებმა არა ერთი მასწავლებელი მოწამლეს.
მასწავლებელს ივანიშვილის კარდიოლოგმა, ზვიად მათოშვილმა , უმკურნალა , რომელიც ივანიშვილებთან ერთად ცხოვრობდა.
“მე არ ვიცოდი რომ მოწამლული ვიყავი, სანამ წვეულებიდან ერთი საათის შემდეგ, ბერა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არ მოვიდა და თავად არ მითხრა. შემდეგ შევიტყვე, მანამდე მსგავსი რამ სხვა მასწავლებლებსაც გაუკეთეს. არ ვიცი, ეს ბიჭების იდეა იყო თუ ბიძინასი. იმ საღამოს ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ დილით, დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა და მითხრა, რომ ჩემს კონტრაქტს აღარ განაახლებდნენ. არადა, ამ ამბამდე 5-6 დღით ადრე ბიძინამ მითხრა, რომ მომდევნო ერთი წელი კიდევ ვიმუშავებდი”, – ყვება პატრიკ დაუნი “ნანუკას შოუში”.