პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
“ტვ ეთერში გამოკითხვა ვნახე, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობდა: გაძვირდა აქ ცხოვრება, შეუძლებელია უკვე ყოფა, აღარ შეიძლება და ქვეყნიდან წასვლაზე ვფიქრობო…..
ჰოდა ხალხნო , ქვეყნიდან წასვლაზე კი ნუ ფიქრობთ, რუსთაველზე გასვლაზე იფიქრეთ, გავაპროტესტოთ კორუფცია, გამომდინარე აქედან დაბალი ეკონომიკა, გაძვირებული ცხოვრება, რუსთაველზე გასვლაზე იფიქრეთ ბატონებო, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ ,ხალხზე -სახელმწიფოზე ზრუნვა, რადგან ასეთი ცუდი და გაძვირებული ყოფა ,კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლების ბრალია,”-წერს ჩარკვიანი